03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
გამოძიება ქობულეთის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

მიზეზი, რომლის გამოც, ქობულეთის სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, შესაძლოა დაუდევრობას უკავშირდებოდეს. ადგილზე ჯერ კიდევ გრძელდება ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება. არსებობს ვერსია, რომ ცეცხლი სწორედ იმ ოთახში გაჩნდა, რომელშიც გარდაცვლილი ბავშვები ცხოვრობდნენ. დაუდევრობის გარდა ვერსიებად განიხილება როგორც ელექტრო სადენების, ასევე ელექტრომოწყობილობების დაზიანება.

ვერსიას, რომ ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია ხანძარი ქობულეთში, კატეგორიულად უარყოფს სასტუმროს მეპატრონე. შერმადინ ართმელაძე დარწმუნებულია, რომ ცეცხლი დაუდევრობის გამო გაჩნდა. 

სასტუმროს მეპატრონე ასევე აცხადებს, რომ სახანძრო ადგილზე დაგვიანებით მივიდა და მათ მესამე სართულამდე წყლის მიწვდენა ვერ მოახერხეს, რასაც კატეგორიულად უარყოფს ქობულეთის გამგებელი. სულხან ევგენიძის განცხადებით, ადგილზე დროულად იყო მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური, თუმცა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ფიცრით და მეტალოპლასტმასით აგებულ კონსტრუქციას მოედო, რომ მისი ჩაქრობა ადვილად ვერ მოხერხდა.

"კურიერთან" საუბარში მომხდარს იხსენებენ პოლიციელები, რომლებმაც ცეცხლი შენიშნეს და გამოიძახეს სახანძრო სამსახური. 

დღის ამბები