კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო სოციალურად დაცველი ოჯახების დახმარება გრძელდება.
ამჯერად არამალფუჭებადი პროდუქტი და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო საშუალებები ორხევში მცხოვრებ 71 ოჯახს გადაეცა. მიმდინარე კამპანიის ფარგლებში თბილისის მერია უახლოეს მომავალში ვარკეთილისა და დიდი დიღმის სოციალური სახლების ბინადარებისთვისაც აპირებს დახმარების მიტანას.