03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართულ-გერმანული ფორუმი გახსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თბილისში ქართულ-გერმანული ფორუმი გახსნა. ამ შეკრებაზე ქართული და გერმანული მხარეები სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

საუბარია უსაფრთხოების, ეკონომიკის და სხვა სახის ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველო სპარლამენტის წევრები და გერმანიის სამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა კონრად ადენაუერის ფონდისა და ატლკანტიკური საბჭოს ორგანიზებით იმართება.

დღის ამბები