03 ოქტომბერი 2024,   02:38
ვრცლად
"ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია,“-მამუკა ახალაძე გემზე მყოფ ქართველებზე

ლიბიის სანაპიროსთან თურქული გემის დაბომბვას გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.

მამუკა ახალაძის ინფორმაციით, გემზე სავარაუდოდ საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ეკიპაჟის ერთი წევრი, ის თურქეთის მოქალაქეა. 

„გემზე ასევე იმყოფება საქართველოს 6 მოქალაქე, ჩვენ მოქალაქეებს რაიმე პრობელმა ამ შემთხვევაში არ აქვთ, მათი ჯანმრთერლობის მდგომოარეობა ნორმალურია,“ - განაცხადა მამუკა ახალაძემ.

მისივე თქმით, გემი არის დაზიანებული და გადაყვანილია ავარიულ მართვაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ არცერთ მეზღვაურს საფრთხე არ ემუქრება.

თავდასხმა დაგმო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ და ლიბიას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ლიბიელი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით კი თურქეული გემი ნებართვის გარეშე აპირებდა დერნას პორტში შესვლას და ცეცხლის გახსნამდე ეკიპაჟი გააფრთხილეს.

შეგახსენებთ, რომ გემს ცეცხლი ლიბიის სანაპიროსთან გაუხსნეს. დაბომბვაში 6 ქართველი მოყვა. თავდასხმა საპორტო ქალაქ ტობრუკთან მოხდა. თავდაპირველად ხომალდს ზღვიდან, შემდეგ კი ჰაერიდან გაუხსნეს ცეცხლი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები