03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ხელნაწერთა ერვონულმა ცენტრმა ბოლო წლებში შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია გამართა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია - კონსერვაციის ლაბორატორიამ, ბოლო წლებში შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია გამართა.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ კონსერვაციის პროცესის ფოტომასალა და სამუშაო გარემოს ამსახველი პერფორმანსი.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის ბუბა კუდავას თქმით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელნაწერების რესტავრაცია. მისივე თქმით, ბოლო 7-8 წლის შედეგები გააცნეს საზოგადოებას.

დამთვალიერებლისთვის, ასევე წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცული უნიკალური ხელნაწერები, ისტორიული, საარქივო დოკუმენტები, პერიოდული და რარიტეტული გამოცემები.

ამავე თემაზე
დღის ამბები