03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
კულტურის მინისტრი ქორეოგრაფიული ანსამბლების გასტროლებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს

ქორეოგრაფიული ანსამბლების გასტროლებისას მეთვალყურეობის და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობაზე ილაპარაკა დღეს კულტურის მინისტრმა.

მიხეილ გიორგაძის განცხადებით აუცილებელია შესაბამისი რეგულაციები შემუშავდეს, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება ბავშვების ჯგუფების გადაადგილებისას.

"მნიშვნელობა არ აქვს სახელოვნებო ჯგუფები იქნებიან, სპორტული თუ სკოლიდან ექსკურსიაძე წასული ბავშვები, უნდა მოხდეს მოძრაობის დაზღვევის, ტრანსპორტირების, განთავსების გარკვეული ნორმების და შესაბამისი რეგულაციების გაწერა," - აცხადებს მიხეილ გიორგაძე.

დღის ამბები