03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ხმაური მცხეთაში-შაღაშვილების ოჯახი საკუთარი სახლიდან გამოასახლეს

მცხეთაში შაღაშვილების ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. მიწის ნაკვეთი რომელზეც მათი სახლია განთავსებული ირაკლი ღლონტმა იყიდა, რომელიც შაღაშვილების გამოსახლებას უკვე ერთი თვეა მოითხოვს.

ოჯახის წევრები ღლონტს თაღლითობაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ არსებულ ტერიტორიაზე სახლის აშენებამდე ნაგავსაყრელი იყო, რომელიც მცხეთის მერიამ მათ დროებით სარგებლობაში გადასცა.

მცხეთის გამგეობაში ამ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელის დროებით საკუთრებაში გადაცემა არ ხდება.

დღის ამბები