03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ურთიერთბრალდებები და ვერსიები-ქობულეთის ტრაგედიის მიზეზი ისევ დაუდგენელია

სასტუმრო ”არმაზში” მომხდარი ტრაგედიის რეალური მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, იქამდე კი რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. სასტუმროს მეპატრონის მტკიცებით, ხანძარი დაუდევრობის შედეგად გაჩნდა, დაიგვიანა სახანძრომაც. მაშველების დაგვიანებას გამორიცხავს ქობულეთის გამგებელი.

დაუდევრობის შედეგად ხანძრის გაჩენის ვერსიას უარყოფენ დაღუპული მოზარდების ახლობლები. ტრაგედიის მიზეზად ბავშვებისთვის კარის ჩაკეტვასაც ისინი ასევე კატეგორიულად გამორიცხავენ და შენობაში უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ. კარის ჩაკეტვას არ ადასტურებენ სამაშველო სამსახურშიც.

დაღუპულები გორგასლის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს. გარდაცვლილებს პანაშვიდი დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გადაუხადა.

ავტორები: ანა წერეთელი, დავით ქაშიაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ეკა ბუცხრიკიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები