03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
ანტიკორუფციული კომისია გურჯაანის შემდეგ სენაკში ჩავიდა

სენაკში ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციულმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის წევრების ინფრომაციით გამგებელი მუნიციპალიტეტში ნათესავებს ასაქმებს.

პირველი შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან და დევნილებთან გაიმართა და დეპუტატები მათ პრობლემებზე საუბარს უკვე პარლამენტის სხდომაზე გეგმავენ.
თავად გოჩა დგებუაძე ბრალდებებს უარყოფს და ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციაში ადანაშაულებს.

სენაკის გამგეობას მთელი დღის განმავლობაში პოლიცია გაძლიერებულად იცავდა.
შენობის გარშემო დამატებითი ბარიერები დადგეს. ანტიკორუფციული კომისიის წევრების განცხადებით, მათ მთელი დღის განმავლობაში სუსის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.

ნაციონალური მოძარაობა სენაკში შეხვედრებს ხვალაც გააგრძელებს. ანტიკორუფციული კომისია ნეპოტიზმისა და კორუფციული სქემის გასაჯაროებას გეგმავს.

ავტორები:ირინა კეჭაყმაძე, ბექა მჭედლიშვილი, ირაკლი შეწირული, ინკი ჯორბენაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები