03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
უმუშევრობა, სიღარიბე, ლარის გაუფასურება - NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

უმუშევრობა კვლავ ყველაზე დიდ პრობლემად რჩება საქართველოში. "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ახალი კვლევები და მოსახლეობის განწყობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილეობა 4 ათასზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო. 

უმუშევრობასთან ერთად ყველაზე მტკივნეულ საკითხთა პირველ სამეულში ლარის დევალვაცია და სიღარიბე მოხვდა. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა ჩამონათვალში ტერიტორიული მთლიანობა არ მოხვდა.

2009 წლიდან ამ დრომდე კვლევამ იმ პირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, ასეთი გამოკითხულთა 37%-ია.

აგვისტოსთან შედარებით კი თითქმის განახევრდა იმ პირთა რიცხვი, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. 

პრემიერ-მინისტრმა კვლევის შედეგებზე დღეს საუბარი არ ისურვა და ჟურნალისტებთან არ გაჩერდა. 

მმართველი გუნდის ნაწილი კვლევის მეთოდოლოგიას არ ენდობა. ნაწილი კი სურათს რეალისტურს უწოდებს. ოპოზიციაში კი დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ აქვს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 84 პროცენტი ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის აუცილებლობაზე მიუთითებს. ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად კი ნაციონალურ მოძრაობას 44 პროცენტი, თავისუფალ დმოკრატებს 6 პროცენტი ასახელებს. 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები