03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
კიდევ ერთი ახალი პროექტი თბილისის ძველ უბანში და უკმაყოფილო არქიტექტორები

სპეციალისტები იმ საკონკურსო პირობების გადახედვას ითხოვენ, რომელიც მირზაშაფის ქუჩის რებილიტაციისთავის გამოცხადდა.

ქალაქის უძველესი ქუჩის განვითარების პროექტებზე ამ დროისთვის კონკურსი უკვე დასრულდა და ახლა ჟიურიმ 9 პროექტიდან სამი საუკეთესო უნდა შეარჩიოს.

არქიტექტორების ნაწილი ფიქრობს, რომ ღია კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი 9 ესკიზიდან, თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩის მასშტაბს არცერთი არ მიესადაგება.

ღია არქიტექტურული კონკურსის ჩაშლას და თავიდან გამოცხადებას ითხოვენ საკრებულოს დეპუტატები. მერიის არქიტექტურის სამსახურში კი განმარტეს, რომ კონკურსის ჩაშლა არ იგეგმება, რადგან კონკურსის პირობებს უკვე წარმოდგენილი რამდენიმე პროექტი აკმაყოფილებს.

მირზაშაფის ქუჩის განვითარების მიზნით, საკონკურსო კომისია 3 საუკეთესო ესკიზურ პროექტს 21 მაისს გამოავლენს, რომელთაგან ერთ-გამარჯვებულ პროექტს ინვესტორი შეისყიდის.

ავტორები: ეკო მაღრაძე, ნიკა ლეჟავა, თამარ შალოშვილი, ალექსანდრე ჩივაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები