03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ქობულეთის ტრაგედია - ექსპერტიზის პასუხი პარასკევს გახდება ცნობილი

ქობულეთში დაღუპული მოზარდების იდენტიფიცირება კვირის ბოლომდე დასრულდება. ექსპერტიზის პასუხი ცნობილი სავარაუდოდ პარასკევს გახდება.

რუსთავის საკათედრო ტაძარში კი სამოქალაქო პანაშვიდი დღესაც გაგრძელდება.

დაღუპულებს გუშინ პანაშვიდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გადაუხადა.

”ჰასანას” სასტუმროდ წოდებულ შენობაში მომხდარი ტრაგედიის რეალური მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და დაუდევრობა.

შეგახსენებთ, სასტუმრო არმაზში ცეცხლი ორი დღის წინ გაჩნდა. ხანძრის შემდეგ შენობიდან 45-ი ადამიანის, მათ შორის 31-ი ბავშვის გამოყვანა მოხერხდა. ცეცხლმა სასტუმროში მყოფი სამი არასრულწლოვანი იმსხვერპლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები