03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენებს

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. 

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.

სწორედ წმინდა ანდრიას უკავშირებენ საქართველოში ქრისტიანობის თავდაპირველად შემოტანას.

ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმინდა ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. იგი პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდაჭარაში შემოვიდა. წმ. მოციქულს თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდანს აუშენებია.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 13 დეკემბერი წმინდა მოციქულის აღსრულების დღეა.

დღევანდელი დღე დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

დღის ამბები