03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
კულტურის მინისტრის ინიციატივას უსაფრთხოების გამკაცრებაზე სხვა უწყებებიც უერთდებიან

კულტურის მინისტრის ინიციატივა - გასვლითი ღონისძიებებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში განხორციელდება.

სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, შეიმუშავებს სპეციალურ რეგულაციებს, თუ რა წესების დაცვით უნდა მოხდეს ბავშვების, არასრულწლოვნების გასტროლზე, სპორტულ შეკრებებსა და სკოლის ექსკურსიებზე წაყვანა და სასტუმროებში დაბინავება.

ჯგუფში აქტიურად ჩართვისთვის მზად არის განათლების უწყება. შეთავაზება მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმაც.

სისტემის ჩამოყალიბებაში, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს UNICEF-იც.

 

დღის ამბები