03 ოქტომბერი 2024,   21:27
ვრცლად
ლევან კვარაცხელიას პატიმრობაში დარჩენის საკითხი დღეს გაირკვევა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღრიბაშვილის სახლთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ ლევან კვარაცხელიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 353-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც სამართალდამცველის მიმართ ძალადობით წინააღმდეგობას ითვალისწინებს.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენები შერჩევითი სამართალია და პრემიერმა გადაწყვიტა შური იძიოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც მის სახლთან პროტესტი გამოხატეს.

შეგახსენებთ, რომ აქციის დროს დაპატიმრებული დანარჩენი 6 პირი გუშინ ხელწერილის დაწერის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მათი ადმინისტრაციული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალ არის დანიშნული. სავარაუდოდ, მათ ფულადი ჯარიმა, ან 10-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები