"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება.
აღნიშნული კანონის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერება.
"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ , შალვა პაპუაშვილმა მოაწერა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის ამ კანონზე ხელის მოწერა, არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონს, რომელიც იცავს ოჯახსა და ბავშვებს ხელი არ მოაწერა.