30 დეკემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველა ერთად ვართ საქართველოს მხარდამჭერთა კლუბის წევრები და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მხარდაჭერა

ჩვენ ყველა ერთად ვართ საქართველოს მხარდამჭერთა კლუბის წევრები და დღეს, როგორც არასდროს ჩვენს ქვეყანას სჭირდება მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე.

"ურთულესი 4 წელი გამოვიარეთ და მართლა ბეწვის ხიდზე გავიარეთ. რომ არა ეს, ძალიან რთულად წავიდოდა ჩვენი ქვეყნის საქმე. ახლაც არის გადამწყვეტი მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა ჩვენი, ყველას ერთად დგომა არის საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დავდგებით. არჩევნებამდე მხოლოდ 3 კვირაა დარჩენილი და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ყველა ერთად აუცილებლად დიდ წარმატებას მივაღწევთ," - აღნიშნა პრემიერმა.

თბილისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები