16 ნოემბერი 2024,   23:57
ვრცლად
არასასიამოვნო სანახავია, როდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტი გადაიქცა მხარედ, შეურაცხყო კონსტიტუცია - ირაკლი კირცხალია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან ელისეს სასახლეში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს მართავს. ის ჯერ გერმანიას სტუმრობდა, შემდეგ პოლონეთში იმყოფებოდა, გუშინ კი ბრიუსელში გამართა შეხვედრები.

მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტებზე საუბრობენ და მას კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებზე წარმოადგენს მხარეს, სადაც ის შეურაცხყოფს ქვეყანასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს.

"თითოეულ ამ შეხვედრაზე ის წარმოადგენს მხარეს, ის პოზიციონირებს, როგორც კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლიდერი. თითოეულ ამ შეხვედრაზე ის უთხრის სახელმწიფოებრიობას ძირს, ის აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს. არასასიამოვნო სანახავია, როგორც ჩვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის, როდესაც შენი ქვეყნის პრეზიდენტი გადაიქცა მხარედ, შეურაცხყო კონსტიტუცია, პრეზიდენტის ინსტიტუტი და წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა ქვეყნის გარეთ", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები