03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
კულტურის მინისტრის ინიციატივას უსაფრთხოების გამკაცრებაზე საპარლამენტო უმრავლესობა იზიარებს

კულტურის მინისტრის ინიციატივას უსაფრთხოების გამკაცრებაზე იზიარებენ პარლამენტის უმრავლესობის წევრებიც.

მოზარდების გასვლითი ღონისძიებების დროს უსაფრთხოების კონკრეტული რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ პარლამენტში. უმრავლესობა მზად არის სამუშაო ჯგუფს საკუთარი მოსაზრებები წარუდგონოს.

მიხეილ გიორგაძის ინიციატივა, გასვლითი ღონისძიებებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში განხორციელდება.

დღის ამბები