03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მუშაობენ

დღეს დილიდან გადაკეტილია სასტურმო „არმაზის“ ტერიტორია ქობულეთში. სამართალდამცავები ტერიტორიაზე არავის უშვებენ.

ადგილზე ელოდებიან ექსერტ-კრიმინალსტთა დამატებით ჯგუფს. ჯგუფმა ხანძრის გამომწვევი მიზეზები უნდა დაადგინოს.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სასტუმრო "არმაზი" 10 მაისს, გამთენიისას დაიწვა. სასტუმროში რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის "სიხარული 2"-ის წევრები იმყოფებოდნენ. ხანძრის დროს სასტუმროს ნომერში მყოფი სამი მოზარდი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე თემაზე
დღის ამბები