03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
„ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დადებით ჭრილში წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი," - გიორგი ქადაგიძე EBRD-ზე

თბილისში იმყოფება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი.
პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სუმა ჩაკრაბარტი ეს არის ხელმოწერა ფინანსთა მინისტრთან.

ნოდარ ხადურთან ერთად ხელი მოეწერება შეთანხმებას ქვემო ქართლში მყარი ნარჩენების პროექტის განხორცილებასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ დაგეგმილია EBRD-ის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერმინისტრის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც იგეგმება ერთობლივი განცხადების გაკეთება. 

EBRD-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების მნიშვნელობასთან დაკავშირებით კომენტარი უკვე კეთდება თბილისში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ტარდება საქართველოში.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად დადებით ჭრილში წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. მაქსიმალურად დადებითი მოლოდინები შევუქმნათ იმ ინვესტორებს, რომლებიც თბილისს ეწვევიან ამ კვირაში,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა.

„ეს არის შესაძლებლობა გამოვიწვიოთ უფრო მეტი ინტერესი საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით და ასევე ინვესტირების,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რაც შეეხება EBRD-ის მიერ დაგეგმილ მთავარი ღონისძიებას, ეს არის 24-ე ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც EBRD საქართველოში ხუთშაბათს 14 მაისს გამართავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები