03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
„EBRD-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაზრდას," - ფადი ასლი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში იმყოფება.

დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა EBRD-ის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტის და საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, რის შემდეგაც იგეგმება ერთობლივი განცხადების გაკეთება.

EBRD-ის პრეზიდენტის გარდა თბილისში იმყოფება რამდენიმე ათეული ევროპელი და მეზობელი ქვეყნების უმაღლესი დელეგაციების წარმომადგენლები და ბიზნესმენები.
ერთერთი მთავარი ღონისძიება თბილისში ხუთშაბათს 14 მაისს იგეგმება.

თბილისში აცხადებენ, რომ ეს იქნება კარგი შანსი იმისთვის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა შეიტყონ იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით.

„EBRD-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაზრდას. სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესმენებს და საბანკო სექტორს ქონდეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ,“ - განაცხადა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.

 როგორც ცნობილია, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ღონისძიებები საქართველოში გაგრძელდება 4 დღის განმავლობაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები