03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
თბილისის მერია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ერთვება

თბილისის მერია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ერთვება. პროგრამის თანახმად დაფინანსდება, როგორც C ჰეპატიტის სკრინინგული დიაგნოსტიკა, ისე მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევები.

დიაგნოსტიკა უფასო იქნება თბილისში იურიდიულად რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უფასო იქნება იმ დევნილებისა და სოციალურად დაუცველებისთვისაც, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი თბილისში აქვთ.

მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევები, კი უფასო იქნება სოციალურად დაუცველებისთვის, თბილისში იურიდიულად რეგისტრირებულ ყველა სხვა პირებს კი მხოლოდ 10 პროცენტის გადახდა მოუწევთ.

„ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“, შპს „ნეოლაბი“, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი და შპს „მრჩეველი“-ეს არის ის 4 კლინიკა, რომელშიც უკვე ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამა,“ - განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები