03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
ქობულეთში სასტუმრო "არმაზში" უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ იყო დაცული

სასტუმრო არმაზის მიმდებარე ტერიტორია ისევ გადაკეტილია. ქობულეთში კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებმაც ხანძრის გამომწვევი მიზეზები უნდა დაადგინონ.

თუმცა, შრომის უსაფრთხოების ექსპერტი, რომელმაც ტრაგედიის ამსახველი ვიდეომასალა შეისწავლა, აცხადებს, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო იგნორირებული.

არმაზის მეპატრონე, რომელიც მომხდარში პასუხისმგებლობას ანსამბლის ხელმძღვანელობას აკისრებდა, დღეს უკვე მედიასთან კომენტარისგან თავს იკავებს.

გარდაცვლილი ბავშვების ოჯახის წევრები ქობულეთში მომხდარი ტრაგედიას სასტუმროში უსაფრთხოების ნორმების არარსებობას უკავშირებენ. ვერსია, თითქოს ნომერში ბავშვებმა ცეცხლით ითამაშეს, მათთვის აბსურდულია.

რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში მეორე დღეა, სასტუმრო არმაზში დაღუპული ბავშვების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დღეს გარდაცვლილთა ოჯახს წვერბს პარლამეტნისა და მთავრობის წევრებმაც მიუსამძიმრეს.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გამოძიების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მანამდე კი ღარიბაშვილი სასტუმრო არმაზის მეპატრონეს უსაფუძვო ბრალდბებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები