03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ზაფხულის სეზონის დაწყებამდე ქობულეთის ყველა სასტუმრო შემოწმდება

ზაფხულის სეზონის დაწყებამდე ქობულეთის ყველა სასტუმრო შემოწმდება. განსაკუთრებული აქცენტი საოჯახო ტიპის სასტუმროებზე გაკეთდება, სადაც უსაფრთხოების ნორმები გარკვეულ შემთხვევებში დაცული არ არის.

აუცილებელი რეგულაქციები არც კანონშია გათვალისწინებული და, შესაბამისად, მათგან არავის მოუთხოვია ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის შეძენა.

ცნობილია, რომ კომისია, რომელიც სასტუმროებს შეამოწმებს, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისა და საკრებულოს დეპუტატების გარდა, უსაფრთხოების სპეციალიტებითაც დაკომპლექტდება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წინასწარ ვერ ამბობენ, რა ეფექტი ექნება კომისიის მუშაობას და მოხერხდება თუ არა რისკების აღმოფხვრა. მათი თქმით, კანონი მსგავსი ტიპის დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმების კონტროლსა და საჯარიმო სანქციებს არ ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვადასხვა დანინულების მქონე შენობებში, მათ შორის სასტუმროებშიც, სახანძრო კონტროლისა და შესაბამისი სანქციების საკნონმდებლო ინიციატივაზე მუშაობენ. 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები