03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ავტოკატასტროფა აჭარაში - მანქანა 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ერთი ადამიანი ემსვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას აჭარაში. ბათუმი სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ სარფის შემოვლითი გზიდან ფორდის მარკის ავტომანქანა გადავარდა.

ვარდნა 100 მეტრის სიმაღლიდან მოხდა, რის გამო მძღოლი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

47 წლის მამაკაცი პროზექტურაში გადაასვენეს. რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმთან ერთად საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობდნენ.

ავარიის გამო ბათუმის სარფის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

დღის ამბები