03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ბათუმში კაფე-ბარი ”მალიბუ” აფეთქდა

ბათუმში კაფე-ბარი მალიბუ აფეთქდა. შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა.

ავტომანქანას ნანგრევები დაეცა და მძღოლმა დაზიანებები მიიღო. მას პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

თვითმხილველთა თქმით, მათ აფეთქების ხმა გაიგეს, რასაც შუშების მსხვრევის ხმა მოყვა.

ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა ბუნებრივმა აირმა გაჟონა, მეორე ვერსიით კი ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

როგორც ”კურიერის” კორესპონდენტი შემთხვევის ადილიდან იუწყება, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. 

დღის ამბები