03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
დავით ნარმანია EBRD-ის მუნიციპალური და გარემოს ინფრასტრუქტურის განყოფილების დირექტორს შეხვდა

დავით ნარმანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მუნიციპალური და გარემოს ინფრასტრუქტურის განყოფილების დირექტორს ჯეიმს ჰისლოპს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარე განათების სისტემასთან და მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით პროექტების განხორციელებას, რომელთა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში თბილისის მუნიციპალიტეტს EBRD დაეხმარება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დედაქალაქის მერიას მუნიციპალური ავტობუსების ჩასანაცვლებლად ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაშიც დაეხმარება.

“ჩვენ ამ საკითხებზე მრავალ ქვეყანასა და ქალაქში გვიმუშავია და გვსურს, ეს ცოდნა და გამოცდილება თბილისსაც გავუზიაროთ, რათა მერიამ უკეთესი ხარისხის მომსახურება და უფრო კეთილმოწყობილი ქალაქი შესთავაზოს თბილისელებს,” – განაცხადა EBRD-ის მუნიციპალური და გარემოს ინფრასტრუქტურის განყოფილების დირექტორმა ჯეიმს ჰისლოპიმ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები