03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს კენჭს უყრიან

ნარკოტიკულ ნივთიერებებთან მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს დღეს სესიაზე. კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმიჯნება, ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვისგან.

გასაღებისთვის სასჯელის ზომად კვლავ 9 წელი რჩება. წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვისთვის კი სასჯელის უმაღლესი ზომა 6 წელი იქნება.

ასევე პირველი მოსმენით განიხილავენ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის 20-ის ნაცვლად 5 %-ით დაბეგვრას ითვალისწინებს.

დღის ამბები