03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას აჭარაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას აჭარაში. ფორდის მარკის ავტომანქანა სოფელ სარფის შემოვლითი გზიდან, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ბათუმი-სარფის ცენტრალურ მაგისტრალზე დაეცა.

მძღოლი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ავარიის გამო, ბათუმის სარფის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

დღის ამბები