03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
ხანძარი ქუთაისში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს ქუთაისში. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სანთლიდან გაჩნდა.

შემთხვევის დროს ბინაში ბაბუა და შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხანშიშესული მამაკაცის სიცოცხლეს კი ექიმების თქმით, საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

 

დღის ამბები