18 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
ქობულეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ, ადმინისტრაციულ ერთეულებში- გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა გაავრცელა.

ჩიქოვანის თქმით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა.

"დღეისათვის, საქართველოში არის 252 შემთხვევა დადასტურებული შემთხვევა. ამასთან, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთხვევაში იყო საკმაოდ ფართო წრე კონტაქტებისა და ჩვენ გვიწევს მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შემზღუდვები წესდება, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელიც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით. ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალუილია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასევე თავდაცვის ძალები," - განაცხადა ჩიქოვანმა.

დღის ამბები