03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
„საქართველოს მიმართ ინტერესი ნელდება და ქრება,“ - გიორგი გაბაშვილი

ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკის 24-ე ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები.

საპარლამენტო უმცირესობა შექმნილი ვითარებიდან და ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე ეჭვობს, რომ ამით ქვეყნის საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური ვითარება არ გაუმჯობესდება.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი გაბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ EBRD-თან დაკავშირებული ეკონომიკური წრეები საქართველოს ყურადღებას მიაქცევენ.

„სამწუხაროდ 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი ნელდება და ქრება,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, მხოლოდ ასეთი ღონისძიებებით ვერ წაიწევს საქართველოს ეკონომიკა წინ.

უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ EBRD-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, რაც ქვეყნის ეკონომიკას გააუმჯობესებს.

„ეს ღონისძიება ემსახურება ინვესტორების მოზიდვას, შეხვედრებს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას,“ - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები