საჩხერის სამედიცინო ცენტრში 50 მედიკოსს განმეორებითი ტესტები ჩაუტარეს და კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
მედიკოსებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულ ინფექციონისტთან, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.
ექიმი ამ დროისთვის კლინიკაში ერთადერთი პაციენტია, მას კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ხვალ ჩაუტარდება.
ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საჩხერის სამედიცინო ცენტრი დღეს დატოვა. სამი პაციენტი რამდენიმე ხნის წინ გამოჯანმრთელდა.
საჩხერის საკარანტინო სივრცეში რვა ადამიანია მოთავსებული, რომლებიც საჩხერეს ხვალ დატოვებენ.