03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
მდინარე დუნაიში ნაპოვნი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, 29 აპრილს გაუჩინარებული ქართველი გოგონაა

ავსტრიაში, მდინარე დუნაიში ნაპოვნი ახალგაზრდა სავარაუდოდ, 29 აპრილს გაუჩინარებული ქართველი გოგონაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საკონსულო სრულად ინფორმირებულია და ავსტრიის შესაბამის ორგანოებს გუშინ თითის ანაბეჭდები იდენტიფიცირებისათვის უკვე გადაუგზავნა.

პარალელურად მიმდინარეობს პროცედურები, რომელიც შემდეგ ცხედრის გადმოსვენებისთვის იქნება საჭირო. ინფორმაცია გოგონას პოვნის შესახებ გუშინ უცხოური მედიით გავრცელდა.

დღის ამბები