03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს განიხილავს

პარლამენმტი დღეს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს უყრის ჯკენჭს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის, ერთერთი საკითხი იქნება სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები.

ცვლილებების მიხედვით უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ნარკოტიკების დამზადებისა და გასაღების ფაქტები და ამ ფაქტების მიმართ განსხვავებული მიდგომები დაწესდეს.
ამ ცვლილებების ინიციატორი არის იუსტიციის სამინისტრო.

„სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება ეხება 260-ე მუხლს. ასევე იქნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადებისა და შენახვისთვისაც განსაზღვრული სასჯელი,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.

დღის ამბები