საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დახმარება, რომელსაც სახელმწიფო კორონავირუსის კრიზისის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს გამოუყოფს 150 ლარზე მეტი იქნება.
"150 ლარი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. 150 ლარი არ იქნება, იქნება უფრო მეტი. 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. შეუძლებელია ჩვენ ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახმარებაზე ადამიანებზე. რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში 150 ლარიანი დახმარების მითითება, ტექნიკური შეცდომა იყო და შეუძლებელია, რომ ეს დახმარება საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს.