03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორს ბავშვების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

სოფელ ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სკოლის დირექტორს ბავშვების საჯაროდ შეურაცხყოფაში და მასწავლებლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მოსწავლეებმა სკოლაში წასვლაზე უარი პროტესტის ნიშნად თქვეს.

მშობლების ინფორმაციით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც მათ რამდენიმე თვის წინ სკოლაში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია ჯერ ოზურგეთის რესურს-ცენტრს შემდეგ კი განათლების სამინისტროს მიაწოდეს. შავაძეების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს. 

ნასაკირალის საჯარო სკოლის პრობლემებს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს, მათ დასკვნას ოზურგეთის რესურს-ცენტრშიც ელოდებიან. შავაძეების ოჯახმა განცხადება დამამცირებელი ფაქტების შესახებ უკვე შეიტანა სახალხო დამცველის აპარატში.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ლადო მენაბდე.

 

 

დღის ამბები