03 ოქტომბერი 2024,   02:31
ვრცლად
ქობულეთში გარდაცვლილ ბავშვებს შაბათს დაკრძალავენ

ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ცხედრები იდენტიფიცირებულია.

სამივე მოზარდი ამ დრომდე რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

ოჯახების გადაწყვეტილებით, მათ ამ ტაძრიდანვე გამოასვენებენ. ბავშვებს შაბათს დაკრძალავენ.

ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სასტუმრო არმაზში ხანძარი 10 მაისს გამთენიისას გაჩნდა. სასტუმროში რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ "სიხარული 2"-ის წევრები იმყოფებოდნენ. ხანძრის დროს სასტუმროს ნომერში მყოფი სამი მოზარდი დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

დღის ამბები