03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
სტიქიამ პანკისის ხეობის 5 სოფელი დააზარალა

სტიქიამ პანკისის ხეობის 5 სოფელი დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ალაზანი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.

სოფლებში ჯოყოლო, დუისი, ომალო, კუწახტა და ბირკიანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია დატბორილი.

მოშლილია ნაპირსამაგრი გაბიონები და დანგრეულია ხიდი. ადიდებულმა მდინარემ ნათესები სოფელ მატანშიც დააზიანა.

გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდება, რათა მდინარე თავის კალაპოტს დაუბრუნდეს. 

დღის ამბები