03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
საყდრისს სპეციალისტები, მოწმეები და მოდავე მხარეები დაათვალიერებენ

საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტს უახლოეს დღეებში სპეციალისტები, მოწმეები და მოდავე მხარეები დაათვალიერებენ. ეს განჩინება საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო, რომელმაც მოსარჩელე კახა კოჟორიძისა და გიორგი გოგოჭურის შუამდგომლობა განიხილა.

ისინი 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერებას ითხოვდნენ, რომელთა საფუძველზეც, კომპანია  “არ-ემ-ჯი გოლდს“ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აღება-დაშლის თანხმობა მიეცა.

დღის ამბები