03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
დაკავებული გუდაძის მხარდამჭერი აქცია საქალაქო სასამართლოსთან

გიორგი გუდაძის მხრადამჭერი აქცია გაიმართა დღეს საქალაქო სასამართლოსთან. ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულის მეგობრები და ოჯახის წევრები გუდაძის დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის უდანაშაულოა.

დღესვე სასამართლოსთან აქციის მონაწილეებმა ხელმოწერები შეაგროვეს, რომელსაც მოსამართლეს გადასცემენ.

გუდაძეს გუშინ ბრალი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის გარდა, იარაღის უკანონო შენახვისთვისაც წაუყენეს. გუდაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობს.

ოჯახი ირწმუნება, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. ამის მიზეზად კი რამდენიმე თვის წინ ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ ფაქტს ასახელებენ, როდესაც მას უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ოჯახის ვერსიით, სამართალდამცველები მისგან სასურველი ინფორმაციის მიღებას ცდილობენ. 

დღის ამბები