03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლებს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა

ქობულეთში დაღუპული სამი ბავშვის მშობლებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიუსამძიმრა. პრეზიდენტი სამოქალაქო პანაშვიდზე, რუსთავში გორგასლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა.

„შეუძლებელია დღეს ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი, შეიძლება გაიზიარო მათი უზარმაზარი ტკივილი. მთელი ქართველი საზოგადოების სახელით მივუსამძიმრე. დიდი დანაკლისია, რომელსაც ვერაფერი ვერ გადაფარავს. ჩვენ ყველა თანამოზიარე ვართ ამ დიდი ტრაგედიის,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტთან ერთად სამძიმარზე უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები