03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ოლიმპიურ ცეცხლს საქართველოში 26 მაისს შემოიტანენ

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოში, დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, ათენიდან ოლიმპიურ ცეცხლს შემოიტანენ. 

ოლიმპიური ჩირაღდანი მთელ საქართველოს მოივლის, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტები.
14 ივლისს კი ოლიმპიური ცეცხლი თბილისში შემოვა.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას.

დღეს კი სპეციალურად ქართული დიზაინით შექმნილი ოლიმპიადის სიმბოლოს პრეზენტაცია გაიმართა.

 
დღის ამბები