03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ვერის ბაღში ადამიანის ნეშთი იპოვეს

ვერის ბაღში ადამიანის ნეშთი იპოვეს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

არსებული ინფორმაციით თავის ქალა და ძვლები კომპანია "თელასის" თანამშრომლებმა აღმოაჩინეს როდესაც მიწაში სადენების ჩასაწყობად სამუშაოებს აწარმოებდნენ. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. 

როგორც "რუსთავი 2"-ს შს სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე სადაც ნეშთი აღმოაჩინეს ადრე სასაფლაო იყო. სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ გამოძიება არ დაიწყება რადგან ადგილზე დანაშაულის კვალი არ არის აღმოჩენილი.

ვერის ბაღში მუშაობს "კურიერის" გადამღები ჯგუფი და დამატებით დეტალებს "კურიერში" 18:00 საათზე შეიტყობთ. 

დღის ამბები