03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
საქართველო რაგბში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაცია მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

2017 წლის მსოფლიო პირველობის მატჩები საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

გადაწყვეტილება მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელებმა დუბლინში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

ოფიციალურ ვებგვერდზე ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბერნარ ლაპასეს განცხადებაც არის გავრცელებული.

ლაპასეს მიაჩნია, რომ საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება რეგიონში სპორტის ამ სახეობის განვითარებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

ოფიციალურ განცხადებას "საქართველოს რაგბის კავშირის" ხელმძღვანელები მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მოგვიანებით გააკეთებენ.

დღის ამბები