03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
სტიქია ლაგოდეხში-ადიდებულმა მდინარემ ათეულობით ჰექტარი დატბორა

გადაუღებელი წვიმების გამო ლაგოდეხში, მდინარე ალაზანი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. 

სოფელ აფენში დატბორილია რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი. განადგურდა საზამთროს ბაღები. მოვარდნილი წყლის გამო, გურჯაანი–ლაგოდეხის ცენტრალურ მაგისტრალზე, რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლაც.

ადგილზე ტექნიკის მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

დღის ამბები