03 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
განადგურებული ვენახები და შინაური ცხოველი-ლაგოდეხი სტიქიამ დააზარალა

ლაგოდეხში რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ვენახები დაიტბორა. ადიდებული ალაზანი ნაკვეთებში შევარდა. სტიქიამ ყველაზე მეტად სოფელი აფენი დააზარალა. ვენახების გარდა, იქ ნახევარმეტრიანი წყლითაა დატბორილი საზამთროსა და ნესვის ბაღებიც.

მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა, რამდენიმე სოფელში ცხვრის ფარა და ნახირი საძოვრებზე მოიყოლა. პირუტყვის ნაწილი წყალმა გაიტაცა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლაგოდეხში ზარალის დათვლა დაიწყო.

მეორე დღეა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან პანკისის ხეობაშიც. უხვმა ნალექმა ვენახები, სიმინდის ყანები და საძოვრები დატბორა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან ჯებირების გამაგრებასა და სანიაღვრე სისტემის მოწერიგებას ითხოვენ.

პანკისის ხეობის სოფლებში ამ დრომდე მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა. ხეობის 10-მდე სოფელი მეორე დღეა დენის გარეშე რჩება. 

ავტორი:ქეთი ნადიბაიძე, ია გულიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები