03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
დაუსაბუთებელი პრემიები, დანამატები და სხვა ხარჯები-ფინანსურ აუდიტს სანიკიძის უწყებასთან კითხვები აქვს

ფინანსური აუდიტი განათლების სამინისტროში ჯერ არ დასრულებულა, თუმცა იმ შუალედურ დასკვნაში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა დარღვევები საკმარისზე მეტია.

მაკონტროლებელი ორგანო უწყების 2014 წლის ფინანსურ საქმიანობას სწავლობს.

დოკუმენტში წერია, რომ უწყების მიერ განხორციელებული პროგრამები უმეტეს შემთხვევაში არ არის დამტკიცებული სამინისტროს მიერ, არ არსებობს არც ამ პროგრამების განხორციელების დეტალები და არც მათი ფინანასური დოკუმენტაცია.

შეკითხვები აუდიტის სახელმწიფო სამსახურს განათლების სამინისტროში გაცემულ პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებითაც აქვს.

მათი მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში მილიონ 250 ათასზე მეტი პრემია გაიცა. დანამატები მხოლოდ მინისტრმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მიიღეს. აუდიტის დასკვნით, ამ თანხების გაცემა დაუსაბუთებელი იყო.

თამარ სანიკიძე მის უწყებაში მსგავს დარღვევებს არ ადასტურებს.

ავტორები: ეკა გაგუა, დათო მაისურაძე. 

 

დღის ამბები