03 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
მერიის საჩუქარი სოციალურად დაუცველებს, რომელსაც უკვე 2 წელიწადია ვერ იყენებენ

7 ოჯახი, რომელსაც თბილისის მერიამ დიდ დიღომში ბინები სარგებლობაში გადასცა, 2 წელზე მეტია იქ შესვლას ვერ ახერხებს. მათთვის განკუთვნილ სახლებში სხვა პირები შეიჭრნენ.

7 სოციალურად დაუცველ ოჯახს ხელშეკრულება მერიამ 2013 წელს გაუფორმა, მათი ინფორმაციით, სასამართლოს ორი ინსტანციის გამამართლებელი გადაწყვეტილების მიუხედავად, სოციალურ საცხოვრისში უკანონოდ შეჭრილი ოჯახების გამოყვანაზე მერია, გამგეობა და პოლიცია უარს ამბობს.

საბურთალოს რაიონის გამგებელი უკანონოდ შეჭრილი ოჯახების იძულებით გამოსახლებას რამდენიმე დღეში ვარაუდობს.

თბილისის მერი, კი რომლის ხელმოწერაცაა 7 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის სარგებლობაში გადაცემის დოკუმენტზე, დღეს უარყოფს, რომ მსგავს დოკუმენტზე ხელი მოაწერა.

სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 20 მაისს უნდა გამოიტანოს.

ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ტატო გურგენიძე. 

 

დღის ამბები